воскресенье, 16 июня 2013 г.

ერთი ფშაველი კაცი ავად გამხდარა. ცოლი მკითხავთან გაგზავნა ავადმყოფობის მიზეზის გასაგებად. მკითხავმა  მიზეზი აუხსნა და რჩევა მისცა, თუმცა ავადმყოფი ვერ მორჩა. ფშაველმა დიდგულას ჩაი დალია და სრულად განიკურნა, ამის გამო ლექსად უთქვამს:
„მკითხავს და მკითხვინებელსა
მეხი დავეცი თავშია!
დიდგულას ყოილ დავლიე–
კაც უჭირველი დავრჩია!“
ფშავის ხალხურ მეხსიერებას არაერთი ასეთი ფაქტი შემოუნახავს.ფშავის მდიდარ ბუნება ადამიანებს საზრდოსაც აძლევდა და მისი სატკივარის მკურნალიც იყო.ხალხურ მედიცინას მიმდევარი დღესაც ჰყავს , თუმცა ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი დავიწყებას მისცემია.
თემა თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვნენ ჩვენი საქართველოს, მათემატიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლები: დავით ჩივაძე, ვალიდა ბაგაური და თეა გაბრიაძე . ღონისძიების განხორციელებისათვის შეირჩა V, VI da VII კლასები. საწყის ეტაპზე ბავშვები დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებით. ისინი , მასწავლებლების დახმარებით, თემის მკვიდრთაგან აგროვებდნენ მასალებს მოცემული თემის ირგვლივ; ჩაიწერეს ეთნოგრაფიულად საინტერესო ფაქტები, სამკურნალო მცენარეთა დასახელებები, მათი დანიშნულება , რეცეპტები და ა.შ.  რესპოდენტები იყვნენ თემის უხუცესები, ამ საქმის მცოდნე და საკითხით დაინტერესებული ადამიანები. შემდგომ ეტაპზე ბავშვებმა   დაიწყეს მცენარეების შეგროვება ბუნებაში, მათი უშუალოდ გაცნობის მიზნით, ისწავლეს ჰერბარიუმის გაკეთება.
დასკვნით  ღონისძიებაზე  ბავშვებმა მოუთხრეს საინტერესო ამბები ხალხური მედიცინის შესახებ, გააცნეს სამკურნალო მცენარეთა დასახელებანი, მათი დანიშნულება  და აჩვენეს ვიზუალურად. შემდეგ მასწავლებელთა მითითებით,დაახარისხეს ისინი სხვადასხვა ჯგუფებში და მათ ხელთ  არსებული მონაცემების მეშვეობით ააგეს ცხრილები და დიაგრამები.
მოსწავლეებს პროექტი მოეწონათ, მით უფრო რომ საკითხი მათთვის ნაცნობი იყო და პრაქტიკული ღირებულება გააჩნდა. მასწავლებლებმა შეაფასეს  მისი შედეგები და გააანალიზეს დადებითი და უარყოფითი მხარეები.




Комментариев нет:

Отправить комментарий