პროექტის გეგმა



მოკლე აღწერა:  ფშავის ულამაზესი ბუნება მდიდარია მცენარეული საფარით, აქ  გავრცელებულია არაერთი მცენარე, რომლებიც ცნობილნი არიან სამკურნალო თვისებებით.

სრული აღწერა: დღესღეობით  მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება და ათასგვარ სიახლეს გვთავაზობს, ინერგება ახალი ტექნიკური შესაძლებლობანი, ქარხნული წესით მზადდება უამრავი სახის წამალი. თუმცა,  სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო, ჯერ კიდევ ასი საუკუნის  წინ: მედიცინა სუსტად იყო განვითარებული, კომუნიკაციების არარსებობისა და სიდუხჭირის პირობებში ადამიანებისათვის არსებულიც არ იყო ხელმისაწვდომი და  მთავარ მეგობრად ბუნება რჩებოდა. სწორედ მისგან იღებდნენ ადამიანები სარჩო–საბადებელს, საჭიროების შემთხვევაში კი ბუნება იყო მათი მკურნალი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაკვირვების შედეგად, ადამიანებმა სხვადასხვა მცენარისათის დამაახასიათებელი სასარგებლო თვისებები შეიცნეს და მისი გამოყენება ისწავლეს.  ფშავის ხეობა მცენარეული საფარით მდიდარია დ საინტერესო. ამიტომაა, რომ აქ სასარგებლო მცენარეების შესახებ კარგად იციან და არაერთი ხალხური რეცეპტი შემოუნახავთ; კარგად ახსოვთ არაერთი ფაქტი, როდესაც ხალხურმა მედიცინამ მძიმე ავადმყოფი განკურნა. ხალხური წესით , მცენარეული სამკურნალო საშუალებების დამზადებას ახლაც მიმართავენ, ოღონდ უფრო იშვიათად; მეორეს მხრივ ყველა აღიარებს ერთ ტრადიციული მედიცინის უპირატესობას თანამედროვესთან შედარებით: ხალხური წესით დამზადებულ წამლებს არ აქვს ის თანამდევი უარყოფითი შედეგები, რაც თანამედროვე ქიმიური პრეპარატების მიღებას ახლავს თან; ამიტომ, ეს საქმე ყურადღებასა  და გაფრთხილებას მოითხოვს.
მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ  ტრადიციულ ცოდნას, რომელსაც დავიწყების საფრთხე ემუქრება და შეაფასებენ მის მნიშვნელობას დღევანდელ ცხოვრებაში.

მოსწავლეთა ასაკი:  11–13 წელი.

ვადები:  3 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები:  მოსწავლეები ისმენენ ბიოლოგიის, ჩვენი საქართველოსა და მათემატიკის მასწავლებლების მიერ მომზადებულ მცირე ლექციას მოცემული თემის ირგვლივ, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ ჯგუფის ინფორმირება, მეორეს მხრივ გარკვეული სამოქმედო ინსტრუქტაჟის მიცემა; აგროვებენ ინფორმაციასა და მასალებს მოცემული თემის ირგვლივ სხვადასხვა წყაროებიდან: წიგნები, ინტერნეტი, ასევე ზეპირი წყაროებით– უშუალოდ გადიან თემში  და იწერენ საინტერესო მასალებს; სწავლობენ  ადგილობრივ ფლორას და აკეთებენ  ჰერბარიუმს; დასკვნით ეტაპზე აკეთებენ შეგროვილი მასალის საპრეზენტაციო ღონისძიებას. ეს უკანასკნელი მოიცავს ზეპირ პრეზენტაციას,  მცენარეების დახარისხებას, დიაგრამების აგებას,
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, სწავლობენ გუნდურად მუშაობას, თანამშრომლობას; უვითარდებათ ინფორმაციის ანალიზის , მოპოვებული მასალების დამუშავებისა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენის უნარი.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
ჩვენი საქართველო
·      მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა            საშუალებები
·   იმჯელოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ  და მრავალმხრივ გამოყენებაზე
მათემატიკა
·         შეუძლია მონაცემთა შეგროვება და სათანადო ფორმით წარმოდგენა
·         შეუძლია გააანალიზოს მის ხელთ არსებული მონაცემები
ბუნება
·         მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
·         მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება და მონაცემთა აღრიცხვა
·         მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
პროექტის ავტორები: დავით ჩივაძე, თეა გაბრიაძე, ვალიდა ბაგაური
პროექტის ელ–ფოსტა: dachi133@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: shuapkho2.blogspot.com






Комментариев нет:

Отправить комментарий