სამკურნალო
მცენარეები
გვირილა–ეთერზეთოვანი
მცენერე; აქვს სადეზინფექციო, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი
მოქმედება
კუნელი–
ფშავში ფართოდაა გავრცელებული; ყვავის მაისში და მწიფდება აგვისტო–სექტემბერში. სამკურნალოა
ფოთლები და ნაყოფი; ნაყოფს ვაშრობთ 50–60 გრადუს ტემპერატურაზე. ამცირებს
ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში, აქვს დამამშვიდებელი თვისება,იყენებენ ასევე გულსისხლძარღვთა
სამკურნალოდ.
პიტნა–ეთერზეთოვანი
მცენარე. აქვს დამამშვიდებელი ზემოქმედება, აფართოებს სისხლძარღვებს.
ტავშავა–
დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
ვირისტერფა–იყენებენ
ნახველის ამოსაღებად
ძახველი–
მის ნაყოფს იყენებენ სისხლის შემადედებელ საშუალებად, აქვს ანტისეპტიკური თვისებები
ქრისტესისხლა–მის
ნაყენს იყენებენ მეჭეჭების, ბებერების ამოსაყვანად,წყლულების , ჭრილობების და კანის
დაავადებების სამკურნალოდ. ამავე დროს ის ძლიერ შხამს შეიცავს; მისი არასწორი გამოყენება
იწვევს კანის ანთებას, ღებინებას, მუცლის ტკივილს. ძლიერი მოწამვლისას ადამიანს ეწყება
კრუნჩხვა , უვითარდება კუნთების დამბლა, სუნთქვისა და გულის გაჩერება.
ძირტკბილა–იყენებენ
შარდმდენ საშუალებად
ცაცხვის ყვავილი–დამამშვიდებელი
საშუალება, იყენებენ ასევე გაციების საწინაარმდეგოდ
ასკილი– შეიცავს
C ვიტამინს, იყენებენ
ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ.
ჯორისძუა–
იყენებენ თირკმლებისა და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ.
მუხის ქერქი–მის
ნაყენს იყენებენ ღრძილების ანთების დროს.
გულბანდი–დამამშვიდებელი
საშუალება. გამოიყენება ასევე კუჭ–ნაწლავის პრობლემების დროს.
მატიტელა–
იყენებენ თავის ტკივილის დროს, , აგრეთვე გულის მანკის შეტევის დროს.
ნიახური–გამოიყენება
თირკმლების სამკურნალოდ , ანთებითი პროცესების დროს.
შინდის ყვავილი–წმენდს
თირკმლებს.
დიდგულა–გამოიყენება
გაციების დროს
მრავალძარღვა–ჭრილობის
დასამუშავებლად,ხოლო თავთავი საუკეთესო მკურნალია.
დეკა–ანთების
საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
ვარდკაჭკაჭა–იყენებენ
მადის აღსაძვრელად, კუჭ–ნაწლავის პრობლემებისთვის.
ჟოლო–საუკეთესო
ოფლმდენი საშუალებაა, გამოიყენება გაციების დროს
მელისკუდა–სისხლის
შემადედებელი საშუალება.
მოცვი–იყენებენ
შარდის ბუშის ანთების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე კუჭში ჭვალიანობის დროს
უკვდავა–ნაღვლის
გასაწმენდი საუკეთესო საშუალება
ჭინჭარი–იყენებენ
თმის ძირების გასამაგრებლად.
ფითრი–იყენებენ
ეპილეფსიის, ისტერიკის, თავბრუსხვევის დროს.
ტუხტი–ანთების
საწინააღმდეგოდ და ნახველის ამოსაღებად
ველური მარწყვი–იყენებენ
შარდმდენ საშუალებად,ავიტამინოზის დროს.ამაღლებს გულის კუნთის შეკუმშვას.
ლენცოფა–კბილების
სამკურნალოდ
შალშავი–კუჭ–ნაწლავის
საუკეთესო მკურნალი
კლდის ქონი–ნერვის
ანთების დროს.
კრაზანა–იყენებენ
ანთებისა და მიკრობების საწინააღმდეგო საშუალებად.
კოწახური–ამცირებს
ნაღვლის ბუშტის ტონუსს,ამცირებს ტკივილებსა და ანთებით მოვლენებს.
ხახვი–მადის
აღმძვრელი; აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას, იყენებენ შეშუპების დროს.
ზოგიერთი სამკურნალო
საშუალების რეცეპტი
გულბანდი–წარმოადგენს
ბალახს, სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფესვები. ძირითადად იყენებენ კუჭ–ნაწლავის პრობლემების დროს .ერთი მუჭი გულბანდის ფესვი უნდა
მოდუღდეს 3 ლიტრ წყალში. შემდეგ გავწურავთ და გავხსნით თბილ თაფლ–წყალში. დილა –საღამოთი
დავლევთ ნახევარ კოვზს.
კრაზანა–არის
ღვიძლისა და ნაღველის წამალი. მისი ყვავილისაგან უნდა გავაკეთოთ ნაყენი და დავლიოთ
დღეში სამჯერ: დილით, შუადღეზე და საღამოთი.
მრავალძარღვა–
არის ბალახი. თუკი ჭილობაზე დაიდებ , სისხლდენას
აჩერებს
ცაცხვის ყვავილი–
უნდა გავაკეთოთ მისი ნაყენი და დავლიოთ. აქვს ოფლმდენი და სიცხის დამწევი თისებები.
ვარდკაჭკაჭა–
არის ბალახი. უნდა მოვხარშოთ და დავლიოთ დღეში სამჯერ.. არის ღვიძლის წამალი.
მელიკუდა–არის
წყლულის წამალი. უნდა დასრისო და წყლულზე დაიდო, თავიდან აირიდებ ინფექციის შეჭრის
საფრთხეს.
დეკა–
ფშავში ფართოდაა გავრცელებული. უნდა მოვხარშოთ და მისი წვენი დავლიოთ; აქვს სიცხის დამწევი თვისებები.
* მასალები ჩაწერილია სკოლის მოსწავლეების მიერ
Комментариев нет:
Отправить комментарий